თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში რუსეთის მოქალაქეებს ქართული კინემატოგრაფის საგანძურს გააცნობენ.
მხატვრულმა მუზეუმმა გამოფენისთვის კინოპროგრამა „ახალი ტალღები საბჭოთა კინოში: საქართველო“ მოამზადა.
„დათბობის“ ეპოქამ საბჭოთა კავშირის ეროვნული კინემატოგრაფის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ძლიერი ბიძგი მისცა. ეს მოძრაობა უკვე არსებული კინოტრადიციების მქონე ისეთ რესპუბლიკებს შეეხო, როგორებიც იყო საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი, ასევე იმ რესპუბლიკებს, სადაც კინოწარმოებამ აქტიური განვითარება მხოლოდ 50-60-იან წლებში დაიწყო, როგორც ეს მოლდოვაში და შუა აზიის უმეტეს ნაწილში მოხდა“, — ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის აპრილ-მაისში აჩვენებენ ქართული ახალი ტალღის უმნიშვნელოვანეს კინოსურათებს, რომელიც სათავეს რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის ნეორეალისტური შედევრით „მაგდანას ლურჯათი“ (1955) იღებს.
პროგრამაში შევიდა ელდარ და გიორგი შენგელაიას, ოთარ იოსელიანის, ლანა ღოღობერიძის, ირაკლი კვირიკაძის და სხვა გამოჩენილი ქართველი კინემატოგრაფისტების ფილმები.
პროექტი 11 აპრილს ფილმით „მაგდანას ლურჯას“ კინოჩვენებით დაიწყო. გარდა ამისა, მოსკოველები და მოსკოვის სტუმრები შემდეგ კინოფილმებს ნახავენ:
13 აპრილი, ხუთშაბათი, 19:00
„ჩვენი ეზო“, რეჟისორი რეზო ჩხეიძე, 1955, 67 წთ., 12+
14 აპრილი, პარასკევი, 19:00
„სხვისი შვილები“, რეჟისორ თენგიზ აბულაძე, 1958, 72 წთ., 12+
20 აპრილი, ხუთშაბათი, 19:00
„ამბავი ერთი ქალიშვილისა“, 1960, 79 წთ., 12+
21 აპრილი, პარასკევი, 19:00
„ერთი ცის ქვეშ“, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, 1961, 77 წთ., 12+
27 აპრილი, ხუთშაბათი, 19:00
„თეთრი ქარავანი“, რეჟისორები ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა, 1964, 93 წთ., 12+
28 აპრილი, პარასკევი
„ფოთოლცვენა“, რეჟისორი ოთარ იოსელიანი, 1966, 96 წთ., 12+
4 მაისი, ხუთშაბათი, 19:00
„ალავერდობა“, რეჟისორი გიორგი შენგელაია, 1962, 42 წთ., 12+
„ქოლგა“, რეჟისორი მიხეილ კობახიძე, 1967, 18 წთ., 12+
„სერენადა“, რეჟისორი ქართლოს ხოტივარი, 1968, 25 წთ., 12+
„ქვევრი“, რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე, 1970, 27 წთ., 12+
ჩვენება გაიმართება ტრეტიაკოვის გალერიის კონფერენც-დარბაზში. მისამართი: ლავრუშინსკის შესახვევი, 12. ერთ სეანსზე ბილეთის ფასია — 120 რუბლი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია მუზეუმის სალაროებსა და ონლაინით. შესვლა - სეანსის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
პროგრამის პარტნიორები არიან კომპანიები „ქართული ფილმი“, რუსეთის „გოსფილმოფონდი“, „მოსკინო“ და ტელეკომპანია „ვიდეოფილმი“.