„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 აპრილს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

დიდგორის რაიონი

09:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის და სამადლოს მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შმიდტის, საირმის, გოძიაშვილის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის და სარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოცვაძის, კოსტავას და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯანელიძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, მანჯგალაძის, მეჯვრისხევის, გულრიფშის, საჭილაოს, გომბორის, სუმბათაშვილ-იუჟინის, თამარაშვილის, ლიკანის, კამალოვის და კურნატოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ბარაკონის, ხუდადოვის, რეხის, ჯორჯაძის და დურმიშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ხარაბაძის, ანტიმოზ ივერიელის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


ყველა ახალი ამბავი
0