საყვარელი პინგვინები: ბრისტოლის საჩუქარი თბილისს

გამოწერა

ბრისტოლიდან ჩამოყვანილი აფრიკული პინგვინები თბილისის ზოოპარკის ახალ, დიდ ვოლიერში დააბინავეს. იხილეთ "Sputnik–საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ გაატარეს პირველი დღე თბილისის ზოოპარკის ახალმა ბინადრებმა.

ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკს 19 აფრიკული პინგვინი აჩუქა. ახალი აღსაზრდელების მისაღებად ზოოპარკში პინგვინების ძველი ვოლიერი გააფართოვეს — მოაწყვეს დამატებითი სივრცე, გაადიდეს აუზი, გააკეთეს ქვიშიანი ნაპირი და ბუდობისათვის ახალი ადგილები გამოყვეს.

ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისისთვის აფრიკული პინგვინების ჩუქება გადაწყვიტა გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, რომელიც თბილისში 2015 წელს მოხდა. მაშინ სტიქიური უბედურების შედეგად თბილისის ზოოპარკი თითქმის სრულიად განადგურდა, ცხოველების უმრავლესობა, მათ შორის პინგვინები, დაიღუპნენ.

თბილისი და ბრისტოლი 1988 წლიდან დაძმობილებული ქალაქები არიან.

ყველა ახალი ამბავი
0