საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiyსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატიმროებს ოთხშაბათს 62 მსჯავრდებული დატოვებს, ხოლო 29-ს სასჯელი შეუმსუბუქდება.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 91 ბრალდებული შეიწყალა, მათ შორის ოთხი ქალია, განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ ბრიფინგზე.

მარგველაშვილმა შეწყალების აქტი გამოსცა, რომელიც უკვე გაგზავნილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

"შეწყალებულთაგან 62 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 3 ქალბატონი; დანარჩენ 29 მსჯავრდებულს, რომელთაგან 1 ქალბატონია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით", — განაცხადა ქორიძემ.

4-6 აპრილს შეწყალების კომისიამ სულ 579 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კომისიის წევრების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტი პერიოდულად, სხვადასხვა დღესასწაულების წინ გამოსცემს მსჯავრდებულების შეწყალების აქტებს. ამჯერად პატიმრების შეწყალება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უკავშირდება, რომელსაც ქრისტიანული სამყარო 16 აპრილს აღნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0