კინო თბილისში: რა ვნახოთ 13 – 16 აპრილს

გამოწერა
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ „ფორსაჟი“, რომელიც პოლ უოკერის ხსოვნას ეძღვნება და ბევრი საინტერესო, სასაცილო და ლამაზი კინო.

„Sputnik საქართველო" განაგრძობს ყველაზე საინტერესო კინოპრემიერების მიმოხილვას, რომლებიც უქმეებზე თბილისში კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ.

13 აპრილიდან თბილისის კინოთეატრებში დაგეგმილია ფილმის პრემიერა:

 „ფორსაჟი 8“ (The Fate of the Furious) — რეჟისორ ფელიქს გერი გრეის და სცენარისტ კრის მორგანის ამერიკული ბოევიკი.  მთავარ როლებში — ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, დუეინ ჯონსონი, ტაირიზ გიბსონი, კრის ბრიჯესი, კურტ რასელი, ჯეისონ სტეტჰემი, შარლიზ ტერონი, სკოტ ისტვუდი და ჰელენ მირენი.

ღვედები შეიკარით — რბოლა გრძელდება. ჰავანა, ბერლინი, ნიუ-იორკი — ყველაზე მაგარი გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია, სანამ ისინი ერთად არიან. თუმცა, როდესაც მათ გზაზე პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი და შეთავსებით კიბერდანაშაულის დედოფალი გამოჩნდება, მეგობრების გზები გაიყოფა.

იმ დროს, როდესაც დომი და ლეტის თაფლობის თვე ექნებათ, მია და ბრაიანი თამაშს გამოეთიშებიან. გუნდის სხვა წევრები რეაბილიტირებული არიან და ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობენ. მაგრამ როდესაც იდუმალი ქალი  დანაშაულის სამყაროში დომს ჩაითრევს, საიდანაც მას გაქცევა არ შეუძლია და ყველა საყვარელი ადამიანის ღალატს აიძულებს, გუნდს განსაცდელი მოევლინება, რომელიც თითოეულს ისე გამოცდის, როგორც არასდროს. 

საინტერესო ფაქტი: მთავარი როლის შემსრულებლის ვინ დიზელის სიტყვებით, „ფორსაჟი 7“ პოლის საპატივცემულოდ გადაიღეს, „ფორსაჟი 8“ — პოლისთვის. საუბარია მთავარი როლის ერთ-ერთი შემსრულებელის,  პოლ უოკერის ხსოვნაზე, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავარი ბოროტი გმირის როლი ქალმა — შარლიზ ტერონმა — ითამაშა. 

გასულ კვირაში თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა „შურისძიება“ არნოლდ შვარცენეგერით მთავარ როლში და კომედია „ვადაგასული ბანდიტები“ მორგან ფრიმენით, კრისტოფერ ლოიდითა და მაიკლ კეინით მთავარ როლებში.

ასევე თბილისის კინოთეატრებში იხილავთ — „მოჩვენება ჯავშანში" სკარლეტ იოჰანსონით, დინ ისრაელაიტის „რეინჯერებს“, ასევე "სიცოცხლე მარსიდან" (Life) — დანიელ ესპინოსას ამერიკულ სამეცნიერო–ფანტასტიკურ თრილერს, რეჟისორ ბილ კონდონის ამერიკულ მხატვრულ-მუსიკალურ ფილმს „მზეთუნახავი და ურჩხული" (Beauty and the Beast) ემა უოტსონით მთავარ როლში, რეჟისორ ჯორდან ვოტ–რობერტსის ფილმს „კინგი: ჩონჩხის კუნძული" (Kong: Skull Island) ჰიუ ჯეკმანით მთავარ როლში და ფრანკ გასტამბიდის კომედიას „ტაილანდური არდადეგები“.

მულტფილმი ბავშვებისთის — მულტფილმი „პატარა ბოსი“ და ოჯახური ანიმაციური ფილმი „სმურფები: დაკარგული სოფელი" (Smurfs: The Lost Village)

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0