თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილი ფეხის ტრამვის გამო მარაქეშის ATP-ის 250-ქულიანი ტურნირიდან მოიხსნა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართველი ჩოგბურთელის Facebook-გვერდზე ვრცელდება.
ბასილაშვილის ტამვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. თუ დაზიანებები სერიოზული აღმოჩნდება, ქართველი ჩოგბურთელი „მასტერსის“ სერიის ტურნირს გამოტოვებს, რომელიც სტარტს მონტე-კარლოში 16 აპრილს აიღებს.
მაროკოში ტურნირის პირველ რაუნდში ბასილაშვილი, რომელიც АТР-ის რეიტინგში 57-ე ადგილზეა, ჩეხ ირჟი ვესელის (53) უნდა შეხვედროდა. გამომდინარე არსებული ვითარებიდან, ქართველი ჩოგბურთელის ნაცვლად ჩეხ სპორტსმენს იტალიელი ლუკა ვანი (122) დაუპირისპირდა და ორ სეტში გამარჯვებაც მოიპოვა 6:2, 6:3.