თბილისში კრივის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიკრივი
კრივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო უახლოეს წლებში ერთ-ერთი ასაკობრივი კატეგორიის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას გეგმავს.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. თბილისში სამშაბათს, 11 აპრილს სტარტი აიღო დავით კვაჭაძის სახელობის კრივის საერთაშორისო ტურნირმა, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი.

ასპარეზობაში, რომელიც 14 აპრილამდე გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები საქართველოდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

© FB/Davit Kvachadzeდავით კვაჭაძე
დავით კვაჭაძე - Sputnik საქართველო
დავით კვაჭაძე

დავით კვაჭაძის სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. გვსურს ორ-სამ წელიწადში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ და ამიტომ გვჭირდება დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები – გამოცდილებას მივიღებთ, ამასთანავე საერთაშორისო ფედერაციის მესვეურებიც დარწმუნდებიან, რომ მაღალი დონის შეჯიბრების მიღების საშუალება გვაქვს", — განაცხადა კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა.

დავით კვაჭაძე — ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოკრივეა. მან 1976, 1977 და 1979 წლებში 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში სამჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული, 1977 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა და იმავე წელს საქართველოს წლის სპორტსმენად დასახელდა. 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე დავით კვაჭაძე 1/4-ფინალში ქულებით დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, იუგოსლავიელ სლობოდან კაჩართან.

თავისი კარიერის განმავლობაში კვაჭაძემ 180 ჩატარებული ბრძოლიდან 165-ში გამარჯვება მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0