თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრის "ყაზბეგი — ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმართულებით ავტომაგისტრალი ზვავსაშიშროების გამო დაკეტილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ზვავსაშიშროება ინტენსიურ თოვას უკავშირდება. მოძრაობა აკრძალულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე.
დარიალის ხეობაში იმავე მაგისტრალის 134-135 კილომეტრებზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გაჩერება აკრძალულია.
საქართველოს საპატრულო პოლიცია თვალყურს ადევნებს აღნიშნული შეზღუდვების შესრულებას.