ფიტნესის ექსპერტის რჩევები: ბავშვებისთვის აუცილებელია ვარჯიში

გამოწერა

ფიტნესის ექსპერტი ვანდა კერესელიძე "Sputnik–საქართველოს" ბავშვებისთვის ვარჯიშის აუცილებლობაზე ესაუბრა. სპეციალისტს მიაჩნია, რომ საბავშვო ფიტნესი აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.

ფიტნესის საერთაშორისო დონის ექსპერტი ვანდა კერესელიძე დარწმუნებულია ბავშვების ვარჯიშის აუცილებლობაში, რაც ბავშვის მყარ ჯანმრთელობას განაპირობებს.

"Sputnik–საქართველოს" გადამღები ჯგუფი დაესწრო თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ფიტნესის გაკვეთილს, სადაც ვანდა კერესელიძის ხელმძღვანელობით ბავშვები ფიზიკური მომზადების საფუძვლებს ეუფლებიან. ეს კეთდება არა მხოლოდ ჯანმრთელობის გასამყარებლად, არამედ იმ მიზნითაც, რომ მომავალში ბავშვების გარკვეულ ნაწილს სპორტის რომელიმე სახეობა პროფესიად ჩამოუყალიბდეს.

ყველა ახალი ამბავი
0