ექსპერტი: მცირე ზომის მიწების გასხვისება ინვესტიციებს ვერ მოიზიდავს
„რადგან ჩვენი მიზანი ქვეყანაში ინვესტიციების დიდი ოდენობით შემოსვლაა, იქნებ უმჯობესი იყოს, რომ მცირე ზომის მიწების ყიდვა ავუკრძალოთ უცხოელებს“, — აღნიშნა ირაკლი ჩიქავამ.
სპეციალისტის აზრით, მთავარი, თუ რატომ უნდა მიეცეს უცხოელს მიწის ყიდვის უფლება, ინვესტიციების შემოსვლაა, მცირე ზომის მიწების გასხვისებით კი ეს მიზანი მიღწეული ვერ იქნება.