დასაქმება 7 ათასი დოლარის სანაცვლოდ: დაკავებულია თაღლითი

გამოწერა
მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 7 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომლებმა მაია ბ. დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
10 000 დოლარიანი თაღლითობა: საქართველოში ეჭვმიტანილები დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ მაია ბ. საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 7000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, თან განუმარტა, რომ სამსახურში მოწყობამდე საჭირო იყო აღნიშნული თანხის ნახევრის წინასწარ გადახდა.

სამართალდამცველებმა მაია ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც მან მოქალაქისგან 3 500 აშშ დოლარი აიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0