დორტმუნდის „ბორუსიას“ ავტობუსთან ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოქმედდა

© AFP 2024 / RONNY HARTMANNგერმანიის პოლიცია, არქივის ფოტო
გერმანიის პოლიცია, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ასაფეთქებელი მოწყობილობა ამუშავდა საფეხბურთო კლუბ „დორტმუნდის ბორუსიას“ ავტობუსის მახლობლად სამშაბათს, გამოცემა Bild —ზე დაყრდნობით იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გაზეთის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი — ფეხბურთელი მარკ ბარტრა. 

ამ დროისათვის პოლიცია მომხდარის გარემოებებს იკვლევს. 

Bild-ის ინფორმაციით, სამი აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც ავტობუსი დორტმუნდის სტადიონიდან 10 კილომეტრის მოშორებით, გზის პირას იდგა. ავტობუსის შუშები ჩაიმსხვრა. 

აფეთქების ფაქტი დაადასტურეს პოლიციაში და გუნდშიც.  „ბორუსიის“ Twitter-ზე განთავსებული ცნობის თანახმად, მოთამაშეები უსაფრთხოდ არიან, არანაირი საფრთხე სტადიონზე და მის მახლობლად არ არის, ადგილზე პოლიციის ძალებია მობილიზებული. 

 

ყველა ახალი ამბავი
0