საქართველოში გაზაფხული ეშხში შედის, ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსისკენ მიიწევს. თანდათან მზეც ძალას იკრებს და ამის პარალელურად საქართველოში ტურისტების სიმრავლე შეიმჩნევა – აღდგომისა და მაისის დღესასწაულებზე ხომ ბევრ სტუმარს ველოდებით. კახეთში – ღვინის ტურიზმის ცენტრში სტუმრების დასახვედრად უკვე მზად არიან!
