„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სააქციო საზოგადოება თელასი" იუწყება, რომ 10 აპრილს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ზაურ ბოლქვაძის და გაგარინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, სანაპიროს, ვახტანგ ბოჭორიშვილის და ოჟიოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და გლდანი-მუხიანის გადასასვლელის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დიდუბის დასახლების, ერწოს, ქვიშხეთის, მოლითის (ნაწილობრივ) და თორნიკე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავთელის, ჩახრუხაძის, ავლევის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიაჩელის, ახვლედიანის, ნიკოლაძის, ვაშლოვანის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფხაზეთის, სამურზაყანოს, აგარის და 9 ძმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალვანის, ლომოურის, ცუცქირიძის, სამოქალაქოს, კარდანახის და აბდუშელიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0