სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს რუსული ენის ცოდნის შემოწმებაში

გამოწერა

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს რუსული ენის ცოდნის შემოწმებაში ТД-2017 აქციის ფარგლებში. იხილეთ "Sputnik–საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მონაწილეობდნენ ქართველი სტუდენტები რუსული ენის ცოდნის შემოწმებაში "ტოტალური კარნახის" აქციის ფარგლებში.

თბილისში "ტოტალური კარნახის" აქციის ფარგლებში ნაკარნახევი ტექსტი დაწერა 58-მა ადამიანმა, რუსული ენის, როგორც უცხო ენის, ცოდნის ტესტირებაში მონაწილეობა კიდევ 50-მა ადამიანმა მიიღო. საგანმანათლებლო აქცია ჩატარდა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში.

"მე რუსული ენა საკმაოდ კარგად ვიცი, მაგრამ ასეთ ტესტირებაში პირველად მივიღე მონაწილეობა. ძალიან საინტერესო იყო. მე რუსული ენის ცოდნის ტესტი გავიარე, როგორც უცხო ენის. აქ საკმაოდ დადებითი და თბილი ატმოსფერო იყო, ძალიან მომეწონა", — განაცხადა "Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას  ტესტირების ერთ-ერთმა მონაწილემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სერგო ბულაშვილმა.

ტესტის მიზანია – ყველა მსურველს ჰქონდეს საშუალება შეამოწმოს საკუთარი თავი რუსული ენის ცოდნაში და გაიზარდოს მისი დახვეწის ინტერესი. გამოცდის ორგანიზატორი იყო "რუსული კლუბი". საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik–საქართველო" ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

კარნახის იდეა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2000-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. 2016 წელს თბილისში გამართულ კარნახში 90-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0