თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ოფიციალურმა თბილისმა დაგმო ეგვიპტის ქალაქებში ტანტასა და ალექსანდრიაში მომხდარი ტერაქტები, რომელთა შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.
ეგვიპტის კოპტურ ეკლესიებში ბზობის დღეს, 9 აპრილს რამდენიმე საათის ინტერვალით ორი აფეთქება მოხდა. საერთო ჯამში ტერაქტების შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა.
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ეგვიპტის ქალაქ ტანტაში, კოპტურ ეკლესიაში 9 აპრილს, დილით აფეთქება მოხდა. სხვადასხვა ვერსიით, დაიღუპა 28-31 ადამიანი, ხოლო 80 დაიჭრა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელიც ეკლესიაში წირვის დროს შევიდა.
At least 21 worshippers killed in blast at church of St. George in #Egypt's #Tanta on Palm Day
— Mete Sohtaoğlu (@metesohtaoglu) 9 апреля 2017 г.
📹 pic.twitter.com/7kcrB5JRq0
მოგვიანებით ქალაქ ალექსანდრიის ეკლესიის შესასვლელის წინ მეორე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, სადაც იმ დროს კოპტური ეკლესიის პატრიარქი თეოდორიუს მეორე იმყოფებოდა. ამ ტერაქტმა 17 ადამიანი, მათ შორის, ოთხი პოლიციელი იმსხვერპლა.
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეგვიპტის ქალაქებში მომხდარი ტერაქტების შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.