ბევრი ჩვენგანი დროის დეფიციტის პირობებში ცხოვრობს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ დღის წესრიგზე აისახება. დროის უქონლობის გამო ხშირად ერთი შეხედვით უვნებელ მოქმედებებს ვაკეთებთ, როგორიცაა, მაგალითად, საუზმის მერე ჩაის დალევა და მაშინვე შხაპის მიღება. როგორც აღმოჩნდა, ბევრი ჩვევა არცთუ ისე უვნებელია და, შესაძლოა, ორგანიზმში არასასიამოვნო პროცესები გამოიწვიოს.
რა არ შეიძლება უშუალოდ საკვების მიღების შემდეგ:
ბანაობა
როდესაც შხაპს ან აბაზანას ვიღებთ, ჩვენი სხეულის ტემპერატურა ცოტა იზრდება. ორგანიზმი, ამას რომ წინააღმდეგობა გაუწიოს, კანს ჩვეულებრივზე ცოტა მეტ სისხლს "უგზავნის". ამან შეიძლება საჭმლის მონელების პროცესი დაარღვიოს და საკვების ათვისება შეანელოს. წყლის პროცედურების მიღება ჭამიდან 30 წუთში შეიძლება.
ჩაის დალევა
ჭამის შემდეგ ფინჯანი ჩაი ზოგიერთვისთვის საკვების მიღების პროცესის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ კვლევები ცხადყოფს, რომ ეს უვნებელი სასმელი რკინის ათვისებას ეღობება, რკინა კი მიკროელემენტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომ ჭამიდან ერთი საათის განმავლობაში ჩაის მიღება არასასურველია იმ ადამიანებისთვის, ვისაც რკინის დეფიციტი აქვს, ასევე ბავშვებისა და ორსულებისთვის.
მოზრდილებს ურჩევნიათ ყავა მიირთვან, რომლის მიღებაც არასასურველია უზმოზე, ან წყალი.
დაძინება
მითი იმის შესახებ, რომ ძილის წინ ჭამა ზედმეტი წონის დაგროვების პირდაპირი მიზეზია, უკვე დიდი ხანია გაფანტულია, მაგრამ არსებობს სხვა რამეც, რომლის გაუთვალისწინებლობაც არ ღირს. სავსე კუჭით ძილი მთელ რიგ პრობლემებს იწვევს, მაგალითად, მომატებულ მჟავიანობას. ამასთან, დამტკიცებულია, რომ სადილის ან ვახშმის შემდეგ რეგულარულად დაძინება ინსულტის განვითარების რისკს ზრდის.
სპეციალისტები შეჯერდნენ მოსაზრებაზე, რომ დაძინება ჭამიდან 2 საათზე ადრე არ შეიძლება.
ვარჯიში
ჭამის შემდეგ ვარჯიშს ექსპერტები არ გვირჩევენ. სავსე კუჭზე ვარჯიშმა შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს, მაგალითად, ბოყინი, გულისრევა და უფრო სერიოზული შედეგებიც – ციებ–ცხელება, ტრავმა, რომლის ალბათობა იზრდება.
თუ ჭამის შემდეგ თავს ვერ იკავებთ და ფიზიკური დატვირთვა გსურთ, მაშინ მხოლოდ ისეირნეთ, ხოლო სერიოზულ ვარჯიშს მხოლოდ ორი საათის შემდეგ შეუდექით.
მოწევა
საჭმლის აქტიური მონელების დროს ჩვენი სხეულის პრაქტიკულად ყველა სისტემა მუშაობს. ამ მომენტში ნიკოტინი ორმაგი ძალით შეიწოვება და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად იზრდება მავნე შედეგებიც. უკვე დამტკიცებულია, თამბაქოს შეუძლია დაბლოკოს ვიტამინებისა და მინერალების, მათ შორის კალციუმისა და C და D ვიტამინების ათვისება. ამით ყველაზე ჯანსაღი საკვებიც კი ნულდება.
რა თქმა უნდა, ჯობს თამბაქოზე საერთოდ უარი თქვათ, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებთ, ჭამის შემდეგ მოწევისგან სულ ცოტა 20 წუთი მაინც შეიკავეთ თავი.