„გემრიელი ორშაბათი“ ნათია მონტგომერისთან ერთად

გამოწერა

კულინარმა ნათია მონტგომერიმ „Sputnik–საქართველოს“ გემრიელი სააღდგომო კულიჩის მარტივი რეცეპტი გაუზიარა.

ცომისთვის საფუარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 160 გრამი რძე, 15 გრამი ფხვიერი საფუარი, 200 გრამი ფქვილი. მოზილეთ ამ ინგრედიენტებით ცომი და დადგით 45 წუთით ოთახის ტემპერატურაზე ასაფუებლად.

პასკის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 500 გრამი ფქვილი, 250 გრამი შაქარი, 2 ჩ/კ მარილი, 1 ლიმონის ცედრა, 6 ცალი მთლიანი კვერცხი, 4 ცალი კვერცხის გული, 200 გრამი დარბილებული კარაქი, 200 გრამი ქიშმიში, ¼ ჩ/კ ჯავზი (მუსკატის კაკალი), ½ ჩ/კ ილი (კარდამონი).

მოზილეთ ცომი ფქვილით, მარილით, შაქრით, ლიმონის ცედრით. ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხი (ოთახის ტემპერატურის). შემდეგ მასაში ჩაუშვით ცომის ხაში მთლიანად. თქვიფეთ 2 წუთი, რომ გლუტენი განვითარდეს და ცომი იყოს წელვადი. დაამატეთ დარბილებული კარაქი, ქიშმიში, ჯავზი და ილი და დადგით თბილ ადგილზე 30 წუთი. აფუებული ცომი მოათავსეთ ფორმებში ისე, რომ შეავსოს ფორმის 1/3. დადგით ასაფუებლად 2 საათის მანძილზე, შედგით გახურებულ ღუმელში, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და ნიგოზი სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0