მამა გაბრიელი: პირველი სასუფეველში შევიდა ავაზაკი, ამიტომ არავინ არ უნდა განვიკითხოთ
„ქრისტე დამწუხრებული შევიდა იერუსალიმში. მას სიხარულითა და ზეიმით შეხვდა იგივე ხალხი, ვინც სულ რაღაც შვიდი დღის შემდეგ ჯვარს აცვა უფალი", — ამბობს მამა გაბრიელი.
მისი თქმით, ოთხშაბათ დღეს იუდამ გასცა უფალი, ხოლო პარასკევ დღეს სასტიკად აწამეს იგი. სწორედ ამიტომ ეწოდება მარხვის ბოლო კვირას ვნების კვირა.