მაია ჯაბუა: მოგზაურობა ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ კვალს ტოვებს
„ბავშვობიდან მოყოლებული მოგზაურობა იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. რასაც ქვია ჩემოდნებზე ვიჯექი, სულ გასტროლებზე დავდიოდი და მოგზაურობაში ვიყავი", — აცხადებს ჯაბუა.
როგორც ქალბატონი მაია იხსენებს, "მზიური" იმდენს მოგზაურობდა, რომ ბავშვებს სულ ენატრებოდათ თბილისი, ოჯახი და მშობლები.