რუსთავში გასროლის შედეგად შშმ პირი დაშავდა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიპნევმატური შაშხანა
პნევმატური შაშხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შს სამინისტროს ცნობით, გასროლა პნევმატური იარაღიდან განხორციელდა.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. რუსთავში კისტის თოფით მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გაისროლეს, რის შედეგადაც ერთმა პირმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. იგი რუსთავის სააავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

როგორც თვითმხილველმა განაცხადა, გასროლა მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან განხორცილედა. მისივე თქმით, დაშავებულს პირველადი დახმარება თავად აღმოუჩინა.

ადგილზე სასწაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ექიმებმა დაშავებულს ფეხის არეში მიყენებულ ჭრილობაში ტყვია ვერ უპოვეს. ის სამედიცინო პროცედურებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0