თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ეგვიპტეში გარბიას პროვინიციის ქალაქ ტანტაში საკვირაო წირვის დროს მძლავრი აფეთქება მოხდა, ეგვიპტის მედიაზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სამლოცველო დარბაზში აფეთქდა. Mısır, Tanta'da bir kilisede bombalı saldırı yaşandı.
En az 13 ölü, 25 yaralı var. #Mısır pic.twitter.com/kT0jUuH4HX
— ortadoğu haberleri (@Alsahmmedia91) 9 апреля 2017 г.
თვითმხილველთა თქმით, აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 30 ადამიანი, ხოლო სხეულის დაზიანებები კი 70-მდე ადამიანმა მიიღო.
ეგვიპტის უშიშროების ძალებმა ეგვიპტის ქალაქ ტანტაში მდებარე ეკლესიაში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავეს, იუწყება ახალი ამბების პორტალი „იოუმ7“-ი. #Egypt: The number of injured in #Tanta Church bombing exceeds 40 according to the governor of #Gharbeia. #PalmSunday. @RudawEnglish pic.twitter.com/K0ooVJ0nqZ
— Deniz Saygı (@denizcansaygi) 9 апреля 2017 г.
არსებული მონაცემებით, მამაკაცი ეკლესიის მახლობლად იმყოფებოდა. ის პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანეს.