თურქეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Сергей Мальгавко / გადასვლა მედიაბანკშისაჰაერო ბურთი
საჰაერო ბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში საჰაერო ბურთი ჩამოვარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა, 20 – დაშავდა.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. თურქეთის ქალაქ ნევშეჰირში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 – დაშავდა, იუწყება Sputnik Turkey.

İşte balon faciasından ilk kareler https://t.co/m1XkiDhsuK pic.twitter.com/WZm0H9wSHR

საჰაერო ბურთი ტურისტებით კვირას დილით ქალაქ გორემედან კაპადოკიის პროვინციის ქალაქ ნევშეჰირისკენ გაფრინდა. დაღუპული საფრანგეთის მოქალაქე იყო. ინციდენტის დეტალები არ ზუსტდება.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0