საქართველოში „დარიალი ჰესი“ ამუშავდა

გამოწერა
„დარიალი ჰესის“ წყალობით ადგილობრივი ბიუჯეტი ორნახევარ მილიონ ლარზე მეტით შეივსება.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოში, საქართველო–რუსეთის საზღვართან ახლოს ხეობაში „დარიალი ჰესი“ ამუშავდა, აღნიშნულია ქვეყნის მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

 „დარიალი ჰესის" დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატს შეადგენს, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ/სთ-ია. ჰესის ამუშავების ცერემონიაში მონაწილეობდნენ ქვეყნის პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები. 

 „ეს არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით ყველასგან განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, ვინაიდან დღეს არაერთი ელექტროსადგური ამ მოდელის მიხედვით შენდება. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოპოლიტიკა დღეს და რამდენად მწვავე თემებია ეს მთელი მსოფლიოსთვის, მით უფრო, რომ დღევანდელ სამყაროში ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჰესის წყალობით, ადგილობრივი ბიუჯეტი ყოველწლიურად 2,5 მილიონი ლარით შეივსება. გარდა ამისა, ელექტროენერგიის ყოველსლიური იმპორტი 200 მლნ კვტ/სთ–ით შემცირდება.

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი "დარიალი ჰესის" გახსნაზე
საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დარიალი ჰესის გახსნაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი "დარიალი ჰესის" გახსნაზე

 „დარიალი ჰესის“ მშენებლობაში ინვესტიციები ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერით (EBRD) განახორციელეს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მლნ აშშ დოლარია. პროექტში ჩართული იყო ასევე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომლის საქმიანი მონაწილეობა 23%–ს შეადგენს.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
მდინარე ენგურზე ხუდონ ჰესის მშენებლობის პროექტი შეჩერებულია

 „ამ ჰესის ამუშავება ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საინჟინრო თვალსაზრისით ეს გახლავთ ყველაზე რთული ნაგებობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში აშენდა. აქ აშენებულია საინჟინრო თვალსაზრისით ძალიან რთულად ასაშენებელი ხუთი გვირაბი… რაც ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია და მინდა, მშენებლებს ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 5,5 კმ-ია, არის კიდევ 500 მეტრიანი, ორი — 300მ-იანი და ერთი — 150მ-იანი გვირაბები.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე 420 ადამიანი იყო დასაქმებული, ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 70 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია. 

„დარიალი ჰესის" პროექტის ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაწყებულია 200 ჰექტრამდე ტყის გაშენება. აქ ირგვება გარემოსთან ყველაზე თავსებადი ადგილობრივი ხის სახეობები. ტყის განაშენიანების დასრულება, რომელიც ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, დაგეგმილია 2021 წლისთვის. 


ყველა ახალი ამბავი
0