გლდანში "მაგთის" ოფისი გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნობია რა სახის ზარალი მიაყენეს დამნაშავეებმა კომპანიას.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. გლდანში "მაგთის" ოფისი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია "Rustavi2".

როგორც ირკვევა, ოფისის კარი დღეს დილით, გამთენიისას არის გატეხილი. კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რა სახის ზარალი მიადგათ, ან საერთოდ წაიღეს თუ არა რაიმე ოფისიდან.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0