ეკა თევზაძე: „საღამოზე გოგი დოლიძე ჩემს სიმღერას ეკრანიდან გვიმღერებს“

© სალომე გურგენიძეკომპოზიტორი ეკა თევზაძე
კომპოზიტორი ეკა თევზაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპოზიტორი ეკა თევზაძე საუბრობს თავის შემოქმედებით საღამოზე, რომელიც 23 აპრილს ჩემი მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში ჩატარდება.
ეკა თევზაძე: საღამოზე გოგი დოლიძე ჩემს სიმღერას ეკრანიდან გვიმღერებს

„ჩემი პირველი შემოქმედებითი საღამო ზუსტად 20 წლის წინ ჩატარდა. მას შემდეგ კონცერტებიც მქონდა, მაგრამ ასეთი ფართო მასშტაბის არ მქონია,“- განუცხადა „Sputnik- საქართველოს” ეკა თევზაძემ.

ეკა თევზაძე —კომპოზიტორი, ბავშვებს ხელოვნების გიმნაზიაში და სტუდია „ბასტი-ბუბუში" სიმღერას ასწავლის. სიმღერებს ბავშვობიდან წერს. მის შემოქმედებაში წარუშლელი კვალი დატოვა მომღერალმა გოგი დოლიძემ, რომელთანაც  21 წლის ასაკიდან ნაყოფიერი შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0