Google-მა საკუთარი არაყი გამოუშვა

© Flickr / Robert ScobleGoogle
Google - Sputnik საქართველო
გამოწერა
არაყი Google-ისგან უნიკალური საჩუქარია, რომელიც განსაკუთრებული შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. Google-ის ვარშავის განყოფილებამ დიზაინის პოლონურ სტუდია Redkroft-თან ერთად სასაჩუქრე შეფუთვით არაყი გამოუშვა, ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ამ საჩუქრის შექმნის იდეა ვარშავაში Google-ის კამპუსის ისტორიას უკავშირდება. ათწლეულების განმავლობაში შენობა, რომელშიც ამჟამად კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს, არყის ქარხნის Koneser-ის შუაგულს წამოადგენდა. ახლა ეს ადგილი ინოვაციური სტარტაპების მათრობელა სურნელით არის აღსავსე“, — ნათქვამია კომპანია Redkroft-ის ვებ-გვერდზე.

ეს უნიკალური საჩუქარი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი. მაღალი ხარისხის ქაღალდისგან შექმნილი ხელნაკეთი შეფუთვა ბრენდის ფერებით არის გაფერადებული. შეფუთვის პროექტი კომპანია Redkroft-მა შექმნა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0