სტოკჰოლმის ცენტრში სატვირთო სამ მოქალაქეს დაეჯახა, განიხილება ტერაქტის ვერსია

© REUTERS / TT NEWS AGENCYშვედეთის პოლიცია
შვედეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერნეტში უკვე გაჩნდა ფოტოები შემთხვევის ადგილიდან, სადაც მაღაზიაში შევარდნილი და ცეცხლწაკიდებული სატვირთოა აღბეჭდილი, ხოლო ხალხი ქუჩიდან გარბის.

ბილისი, 7 აპრილი — Sputnik. სტოკჰოლმში სამი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი ხალხში შეიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости შცვედეთის რადიოზე დაყრდნობით, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია თვითმხილველმა მიაწოდა.

​

წყაროს თქმით, ქუჩაში მოსეირნე ადამიანებს სატვირთო დიდი სისწრაფით დაეჯახა და მხოლოდ მას შემდეგ გაჩერდა, რაც ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში შევარდა.

​

ტელეარხ  SVT-ს ინფორმაციით, შვედეთის ხელისუფლება ტერაქტის ვერსიას განიხილავს.

ინტერნეტში უკვე გაჩნდა ფოტოები შემთხვევის ადგილიდან, სადაც მაღაზიაში შევარდნილი და ცეცხლწაკიდებული სატვირთოა აღბეჭდილი, ხოლო ხალხი ქუჩიდან გარბის.

გაზეთ Aftonbladet-ის ვებ-გვერდზე შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ტრანსლაცია მიდის. ჩანს, თუ როგორ კეტავენ სამართალდამცველები ქუჩას.

შემთხვევის ადგილზე სულ უფრო მეტი საპოლიციო მანქანა იყრის თავს.

ყველა ახალი ამბავი
0