ბოლო მონაცემებით დაახლოებით 80 მილიონამდე სესხი გალარდა

© photo: Sputnik / Stringerდოლარი და ლარი
დოლარი და ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქეებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება სესხის გალარებასთან დაკავშირებით, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ "Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.
ბოლო მონაცემებით დაახლოებით 80 მილიონამდე სესხი გალარდა

„წარმატებული იყო ეს პროცესი მათთვის, ვინც სესხის ლარში გადატანა გადაწყვიტა, რადგან მათი სამომავლო სავალუტო რისკი იქნება დაზღვეული. თუ ადამიანს შემოსავალიც და სესხიც ლარში აქვს, ის გაცილებით უფრო დაცულია სავალუტო რისკისგან, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც მას უცხოურ ვალუტაში აქვს სესხი", — აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

ეროვნული ბანკის მარტის თვის მონაცემებით, გალარების ერთჯერადი პროგრამით დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარამდე (78 659 017 აშშ დოლარი) საერთო თანხის 5 617 საბანკო სესხი გალარდა.

ყველა ახალი ამბავი
0