საქართველოში კომპანიების საექსპორტო კატალოგი შეიქმნა

© Photo: courtesy of Tariel Zivzivadzeტარიელ ზივზივაძე
ტარიელ ზივზივაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კატალოგში 54 რჩეული ქართული კომპანიის 65 ბრენდი და 389 ნაწარმია თავმოყრილი. ეს არის ქართულ-ინგლისური ბეჭდური და ინტერნეტ-გამოცემა, რომელშიც შეტანილია 509 ჩანაწერი შესაბამისი ფოტოებით, აღწერილობებით და საკონტაქტო ინფორმაციით

© ტარიელ ზივზივაძის არქივიKAR.GE კატალოგი
KAR.GE კატალოგი - Sputnik საქართველო
KAR.GE კატალოგი
 თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. მოძრაობა KAR.GE-მ  იმ ქართული კომპანიების კატალოგი შექმნა, რომელთა პროდუქციის რეალიზება უცხოეთში უკვე ხდება ან  მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ნაწარმის მიწოდება დაუყოვნებლივ შეუძლია,  - განაცხადა „Sputnik საქართველოს“-თან მოძრაობის დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ. 
ზეთისხილის პლანტაცია კახეთში - Sputnik საქართველო
რა პროდუქციას შესთავაზებს საქართველო ახლო მომავალში საერთაშორისო სასურსათო ბაზრებს

„კატალოგში 54 რჩეული ქართული კომპანიის 65 ბრენდი და 389 ნაწარმია თავმოყრილი. ეს არის ქართულ-ინგლისური ბეჭდური და ინტერნეტ-გამოცემა, რომელშიც შეტანილია 509 ჩანაწერი  შესაბამისი ფოტოებით, აღწერილობებით და საკონტაქტო ინფორმაციით, “ — აღნიშნა ტარიელ ზივზივაძემ.  

"KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017"-ის ბეჭდური ვერსია წელიწადში ერთხელ გამოიცემა.  http://kar.ge —ზე განთავსებულ ინტერნეტ ვერსიას კი მუდმივად დაემატება ახალი ჩანაწერები და მისი ჩამოტვირთვა უფასო იქნება. 

მოძრაობა KAR.GE  საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვებისა და ექსპორტის ზრდა.

ნატა პატარაია


ყველა ახალი ამბავი
0