თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში გამართულ მატჩში ყაზახეთის გუნდთან მინიმალური ანგარიშით 0:1 წააგო. მატჩი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის განმავლობაში ერთადერთი გოლი იულია ნიკოლაენკომ 34-ე წუთზე გაიტანა.
А ჯგუფის მეორე მატჩში ლატვიის ნაკრებმა ესტონეთის გუნდი 4:0 გაანადგურა.
შემდეგ შეხვედრას ლევან ბაჯელიძის გუნდი ესტონელების წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში 8 აპრილს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
იმავე დღეს შეხვდებიან ყაზახეთისა და ლატვიის გუნდები.
შესარჩევ რაუნდში 16 სუსტი გუნდი მონაწილეობს. ისინი 4 ჯგუფში არიან განაწილებული. შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე თითოეული კვარტეტის გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული საუკეთესო გუნდები გადავლენ.
მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის საფრანგეთში 2019 წლის ზაფხულში გაიმართება.
ტურნირის მოქმედი გამარჯვებული აშშ-ის ნაკრებია.