გიორგი მარგველაშვილი: სასამართლო სისტემაში კრიზისია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველოს სჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ბრძოლა სასამართლოს თავისუფლებისთვის თითოეულ სასამართლოში, თითოეულ დარბაზში, მოსამართლის კაბინეტსა, თუ სათათბირო ოთახში უნდა მიმდინარეობდეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ეს ტვირთი ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე. სამწუხაროდ, თავად მოსამართლეთა კორპუსი ამ საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობას სრული დუმილით ხვდება. ბოლო დროს საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი – მივმართავ ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე!

გიორგი მარგველაშვილის აზრით, საქართველოს სჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში.

„სასამართლო სისტემის უკვე ტრადიციადქცეული სირთულეების ფონზე უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ყველაზე თამამი და არაორდინალური მოსაზრებების მოსმენა სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. ვფიქრობ, თუ ეს იდეები ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციაში ჩამოყალიბდება, რევოლუციურ გარდატეხას შეიტანდა სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში", — აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველა ახალი ამბავი
0