მარგველაშვილი - არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამერნტში სიტყვით გამოსვლისას.
მარგველაშვილი - არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება

„სულ ახლახანს მე დავიწყე კამპანია"კონსტიტუცია ყველასია", იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა დათანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, რომ ასეთი დისკუსიები უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ხალხის ხმა კი უფრო მკაფიოდ იქნება გაგონილი", — თქვა პრეზიდენტმა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც გასული წლის დეკემბერში საქართველოს მთავარი კანონის გადასინჯვის მიზნით შეიქმნა, სხვა საკითხებთან ერთად იმასაც განიხილავს, თუ ვინ და როგორ უნდა აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი.

ყველა ახალი ამბავი
0