მარგველაშვილმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა

© FB / Георгий Маргвелашвилиსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ეკლესიაში
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ეკლესიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მოწამეთას მონასტრიდან მიულოცა.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი დღეს მოწამეთას მონასტერში იმყოფებოდა და მოსახლეობას ხარების დღესასწაული იქიდან მიულოცა.

"ხარებას გილოცავთ სრულიად საქართველოს! ამ დღეს, როდესაც კაცობრიობას ეხარა მომავალი მაცხოვრის დაბადება, მინდა, რომ სიხარულისა და ახლის დაბადების ემოცია ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს", — აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი მოწამეთას მონასტერში, რომელიც ქუთაისიდან ექვს კილომეტრში მდებარეობს, პირველ ლედისთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.

პრეზიდენტი მარგველაშვილი დღეს ქუთაისში პარლამენტის დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგება.

ყველა ახალი ამბავი
0