ამინდი საქართველოში: წვიმა და ქარი წამში 28 მეტრამდე

© photo: Sputnikახალგაზრდები ბაღში
ახალგაზრდები ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის, თბილისში, უახლოეს დღეებში ქარი წამში 28 მეტრამდე გაძლიერდება.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. სინოპტიკოსები უქმეებზე ამინდის გაუარესებას გვპირდებიან — ქვეყანაში იწვიმებს და დაუბერავს ქარი, მაღალ მთაში შესაძლებელია თოვლი.

შაბათი, 8 აპრილი

საქართველოს უმეტეს რაიონში ღამით და დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი არის მოსალოდნელი, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მოიმატებს. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქარის სიძლიერე წამში 9-14 მეტრი იქნება, აღმოსავლეთით კი — 10-15 მეტრი. 

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 4-9 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 17-22. მაღალ მთაში ღამით 1-6 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი — 11-16.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 6-11 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით —20-25. მაღალ მთაში ღამით 0-5 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი — 10-15.

თბილისში ღამით და დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის ნავარაუდევი. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით 10 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი, დღისით — 23.

კვირა, 9 აპრილი

დასავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მთაში — თოვლი. 

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ქარის სიძლიერე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წამში 20-25 მეტრი, აღმოსავლეთში კი შესაძლოა,  წამში 28 მეტრი იყოს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 5-10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 7-12. მაღალ მთაში ღამით მინუს 2 — პლუს 3 გრადუსი იქნება, დღისით კი — 1-6 გრაუსი სითბო.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ქარი წამში 15-20 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი წამში 28 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს. ღამით მოსალოდნელია 7 გრადუსი სითბო, დღისით — 15.

ორშაბათი, 10 აპრილი

წვიმიანი და ღრუბლიანი ამინდი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება. ღამით მთაში მოსალოდნელია თოვლი. დასავლეთ საქართველოში ქარის სიძლიერე, შესაძლოა, წამში 20-25 მეტრამდე გაძლიერდეს, აღმოსავლეთში კი — წამში 28 მეტრამდე.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 3-8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 7-12. მაღალ მთაში ღამით მინუს 4 — პლუს 1 გრადუსი იქნება, დღისით კი — 0-5 გრაუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 1-6 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 9-14. მაღალ მთაში ღამით მინუს 5 – 0 გრაუსი იქნება, დღისით კი — 0-5 გრადუსი სითბო.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმა არის მოსალოდნელი. ქარი წამში 15-20 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი წამში 28 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს. ღამით მოსალოდნელია 5 გრადუსი სითბო, დღისით — 12.


ყველა ახალი ამბავი
0