აჭარაში გზებს აწესრიგებენ: სარემონტო სამუშაოების კადრები

გამოწერა

ახალი ტურისტული სეზონის დაწყებამდე აჭარაში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იხილეთ "Sputnik–საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ კეთდება ახალი ინფრასტრუქტურა ხელვაჩაურში.

ხელვაჩაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჯარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე გაეცნო.

"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წლის განმავლობაში დაიგება 30 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზა, რომლებიც ცენტრალური გზიდან სხვადასხვა სოფლებისკენ მიდის. 30 კილომეტრზე დაიგება ბეტონის საფარი, აშენდება ორი ახალი ხიდი და შეკეთდება ექვსი", — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რაიონში იგეგმება ოთხი ახალი საბავშვო ბაღის აშენება და მაღალმთიანი რეგიონის სოფლების გაზიფიკაციის გაგრძელება.

ყველა ახალი ამბავი
0