უკრაინამ საქართველოში "კანონიერი ქურდი" გამოაძევა

© photo: Sputnik / Stringerკიევის ხედი
კიევის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინიდან საქართველოში "კანონიერი ქურდი" თენგიზ ჭარაია გამოაძევეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში "თენგო გალსკის" სახელითაა ცნობილი.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. უკრაინის პოლიციამ ბოლო 24 საათში ქვეყნიდან საქართველოს ორი მოქალაქე — "კრიმინალური ავტორიტეტი" გამოაძევა. აქედან ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია, აღნიშნულია უკრაინის ეროვნული პოლიციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამშობლოში გამოაგზავნეს 39 წლის გიორგი ჭანტურია, რომელიც კრიმინალურ წრეებში "გიას" სახელით არის ცნობილი. მან მძიმე დანაშაულებისთვის სიცოცხლის 12 წელი ციხეში გაატარა. ის სასჯელაღსრულების კოლონიაში "მაყურებელი" იყო და კრიმინოგენულ ვითარებაზე ციხის კედლებს გარეთაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა, განაცხადეს უკრაინის პოლიციაში.

უკრაინიდან გამოძევებული მეორე პიროვნება 34 წლის "კანონიერი ქურდი" თენგიზ ჭარაიაა, რომელიც კრიმინალურ სამყაროში "თენგო გალსკის" სახელითაა ცნობილი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ "თენგო გალსკი" 2016 წლის დეკემბერში უკვე დააკავეს კიევის პოლიციის თანამშრომლებმა და ქვეყნიდან გამოაძევეს, ასევე აუკრძალეს უკრაინაში სამი წლის განმავლობაში შესვლა, თუმცა მან საზღვარი მაინც უკანონოდ გადაკვეთა და კიევში ჩავიდა.

"თენგო გალსკი" აქ თავისი დანაშაულებრივი "კარიერის" გაგრძელებას ცდილობდა. მაგრამ ამ გზაზე მას პოლიციის თანამშრომლები გადაეღობნენ. უცხოელი აიძულეს, ჩვენი ქვეყნის საზღვრები დაეტოვებინა", — განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა სერგეი კნიაზევმა, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0