საქართველოსა და ლიტვის ნაკრებებს შორის დევისის თასის მატჩის კენჭისყრა გაიმართა

© photo: Sputnik / Юрий Сомов / გადასვლა მედიაბანკშიდევისის თასი
დევისის თასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ლიტვის ნაკრებებს შორის დევისის თასის მატჩი საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ლიტვის ნაკრების ნომერ მეორე ტადას ბაბელისის შეხვედრით გაიხსნება.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და ლიტვის ნაკრებებს შორის დევისის თასის გათამაშების კენჭისყრა, რომელიც ევრო-აფრიკული ზონის მეორე რაუნდის ფარგლებში გაიმართება, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 6 აპრილს შედგა.

 მატჩის გახსნის დღეს ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მსოფლიოს მე-60 ჩოგანი) და სტუმრების ნომერ მეორე ჩოგბურთელი ტადას ბაბელისი (1326) შეხვდებიან.

მათ შემდეგ  მზიურის" პარკის კორტებზე ქართული გუნდის ნომერ მეორე ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე (846) და ლიტვის ნაკრების ლიდერი ლაურინას გრიგელისი (249) გამოვლენ.

წყვილების შეხვედრა შაბათს, 8 აპრილს გაიმართება. ბასილაშვილი/ცივაძის წყვილს გრიგელის/ლუკას მუგევიჩუსის წყვილი დაუპირისპირდება.

კვირას, მატჩის დასკვნით დღეს, ბასილაშვილი შეხვდება გრიგელისს, ცივაძე კი ბაბელისს. 

© Sputnik / Levan Avlabreliდევისის თასის გათამაშების კენჭისყრა
დევისის თასის გათამაშების კენჭისყრა - Sputnik საქართველო
დევისის თასის გათამაშების კენჭისყრა

გუნდების კაპიტნების გადაწყვეტილებით, რომელიმე ჩოგბურთელის შეცვლა  ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს.

კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილები ვართ. ბასილაშვილი კარგ ფორმაშია. კოჭ-წვივის სახსარი აწუხებდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია. დარწმუნებული ვარ, მისთვის ჩვეულ მაღალ დონეზე ითამაშებს", — კენჭისყრის შედეგების კომენტირებისას განაცხადა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა.

საქართველოს ნაკრებმა ფინეთის გუნდთან პირველი მატჩის მოგებით, შემდეგი სეზონისთვის მეორე ევრო-აფრიკულ ზონაში ადგილი გაინაღდა. „Sputnik საქართველომ“ ტურნირთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ქართული გუნდის კაპიტანს დავით კვერნაძეს სთხოვა:

როდესაც სახლში ვთამაშობთ, ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებაზე ვართ ორიენტირებული. ჩენ ხომ ისეთი ჩოგბურთელი გვყავს, როგორიც ბასილაშვილია. ამიტომ, მეორე ევრო-აფრიკულ ზონაში მხოლოდ ადგილის შენარჩუნება დამაკმაყოფილებელ შედეგად არ ჩაითვლება". 

© Sputnik / Levan Avlabreliდევისის თასის გათამაშების კენჭისყრა
დევისის თასის გათამაშების კენჭისყრა - Sputnik საქართველო
დევისის თასის გათამაშების კენჭისყრა

უნდა აღინიშნოს, რომ ლიტვის ნაკრებს არ ეყოლება გუნდის ლიდერი რიკარდას ბარანკისი (მსოფლიოს 138-ე ჩოგანი), რომელიც თბილისში ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა. ამასთან დაკავშირებით პირველი ნომერი გახდა ლაურინას გრიგელისი, რომელსაც „Sputnik საქართველო“ გაესაუბრა.

რა თქმა უნდა, ბარანკისი რომ გვყოლოდა, ჩვენთვის უფრო მარტივი იქნებოდა თამაში და მეტი შანსი გვექნებოდა, რადგან ის ჩვენი უძლიერესი მოთამაშეა. თუმცა, დადებითი შედეგის მიღწევას მის გარეშეც შევეცდებით. აქ უკვე მეტი პასუხისმგებლობა მე მეკისრება", — განაცხადა გრიგელისმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ნიკოლოზ ბასილაშვილი (60)

გიორგი ცივაძე (846)

ზურა ტყემელაძე (რეიტინგის გარეშე)

ვაჟა შუბლაძე (რეიტინგის გარეშე)

გუნდის კაპიტანი დავით კვერნაძე 

© Sputnik / Levan Avlabreli დევისის თასის გათამაშების კენჭისყრა
 დევისის თასის გათამაშების კენჭისყრა - Sputnik საქართველო
დევისის თასის გათამაშების კენჭისყრა

ლიტვის ნაკრების შემადგენლობა:

ლაურინას გრიგელისი (249)

ტადას ბაბელისი (1330)

ლუკას მუგევიჩუსი (400)

ტომას ვაისი (რეიტინგის გარეშე)

გუნდის კაპიტანი რიმვიდას მუგევიჩუსი

დევისის თასის ცხრილი (შეხვედრის დასაწყისი თბილისის დროით არის მითითებული):

პარასკევი, 7აპრილი – 12:00

შაბათი, 8აპრილი – 14:00

კვირა, 9აპრილი – 12:00

ყველა მატჩი ჩოგბურთის კლუბ "მზიურის" კორტებზე გაიმართება (მის. რამიშვილის, 37). შესვლა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0