მაღლაკელიძე: ინსტრუმენტი უფრო კეთილშობილად ჟღერს ბუნებაში, ვიდრე დახურულ სივრცეში

© FB / Khvicha Maglakelidzeხვიჩა მაღლაკელიძე
ხვიჩა მაღლაკელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსი, გიტარისტი ხვიჩა მაღლაკელიძე ქუჩის მუსიკოსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, როცა საზღვარგარეთ მიდის, ძალიან სიამოვნებს იქ ქუჩის მუსიკოსების გაცნობა და მათთან ურთიერთობა.

მაღლაკელიძე: ინსტრუმენტი უფრო კეთილშობილად ჟღერს ბუნებაში, ვიდრე დახურულ სივრცეში
„ძალიან ბევრ ქვეყანაში ის ადამიანები, ვინც ქუჩაში დგას და უკრავს, ყველა კვალიფიცირებული მუსიკოსია. ისინი წინასწარ გადიან შემოწმებას. არის სპეციალური სამსახური, სადაც უსმენენ მუსიკოსებს და ამოწმებენ არიან თუ არა კვალიფიციური მუსიკოსები“, – ამბობს მაღლაკელიძე.

მისი განცხადებით, არაკვალიფიცირებულმა მუსიკოსმა ქუჩაში ხალხი არ უნდა შეაწუხოს უხარისხო მუსიკით. მათ გამვლელებს გემოვნებიანი მუსიკა უნდა შესთავაზონ.

ყველა ახალი ამბავი
0