"Sputnik–საქართველო" საკუთარ მკითხველს წარმოუდგენს საერთაშორისო სააგენტოების საუკეთესო ფოტოების ნაკრებს. ფოტოკადრებში იხილეთ მნიშვნელოვანი მოვლენებისა და სიახლეების სურათები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ტყვიების კვალი ერაყის ფედერალური პოლიციის ბრონირებული მანქანის საქარე მინაზე. მანქანა მოსულის ერთ-ერთ ქუჩაზე იდგა, სადაც ერაყის ძალები "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებთან ბრძოლას განაგრძობენ

ავსტრალიის სანაპიროზე გადავლილი ციკლონი "დების" გამო მომხდარი წყალდიდობის შედეგად დატბორილი სახლები

თოჯინები, რომლებსაც სტუმრები ჩერნობილთან ახლოს, ქალაქ პრიპიატში, მიტოვებულ საბავშვო ბაღში ლოგინებზე ტოვებენ. აქ 1986 წელს ატომულ ელექტროსადგურზე კატასტროფა მოხდა

ხედი მოკოას დასახლებულ კვარტალზე კოლუმბიაში, რომელიც წყალდიდობამ და მეწყერმა დაანგრია. სტიქიური უბედურება ძლიერ წვიმას და მდინარეების ადიდებას მოჰყვა

ქალები საკუთარი სახლების ნანგრევებში ტირიან, რომლებიც ხანძარმა დაანგრია. შემთხვევა ქალაქ სრინაგარის ერთ-ერთ რაიონში მოხდა, რომელიც ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიაზეა განთავსებული

კოლუმბიელი სამხედრო მოსამსახურეები იცავენ კოკაინის შეფუთვებს მას შემდეგ, რაც კოლუმბიის პოლიციამ ამ ტიპის ნარკოტიკი ამოიღო 6 ტონის ოდენობით ქალაქ ბარანკილიაში

ასეთი ხედი იშლება ციხის კომპლექსზე ვერტმფრენიდან, რომელიც რაიკერსის კუნძულზეა განთავსებული, ქუინსი, ნიუ-იორკი

8/17
© AFP 2024 / ATTILA KISBENEDEK
ცენტრალურ-ევროპული უნივერსიტეტის (CEU) სტუდენტები და ლექტორები ბუდაპეშტში სასწავლებლის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. უნგრეთის კანონმდებლებმა მიიღეს კანონი, რომლის გამოც შესაძლოა ბუდაპეშტის ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული პრესტიჟული უნივერსიტეტი დაიხუროს. ცენტრალურ-ევროპული უნივერსიტეტი 1991 წელს, კომუნიზმის დაცემის შემდეგ შეიქმნა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიკტორ ორბანის მტავრობის მიერ ეს უნივერსიტეტი დიდი ხანია განიხილება როგორც ლიბერალიზმის მტრის ბასტიონი

სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურ "Сенная площадь"-ზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანი

50 ევროს ახალი ბანკნოტის სპეციფიკაციების დემონსტრირება ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარ ოფისში გამართულ კონფერენციაზე ფრანკფურტში

ქალი აგროვებს ვარგის ნივთებს ნაგავსაყრელზე, იემენი

ლტოლვილი ბიჭუნა სამხრეთ სუდანიდან, რომელიც ოჯათან ერთად ქალაქი პაიოკიდან მათ ქვეყანაში შესაძლო საომარ ქმედებებს, ნგრევასა და შიმშილს გაექცა უგანდის ტერიტორიაზე. ფოტოზე: ბიჭი ოჯახის ნივთებთან დგას ბანაკში, ლამბო, უგანდის ჩრდილოეთი

საფეხბურთო კლუბების, "ნაპოლისა" და იუვენტუსის" შეხვედრა იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში. ფოტოზე: "იუვენტუსის" ფეხბურთელი სამი ხედირა გოლის გატანას აღნიშნავს

საპროტესტო აქციები დაიწყო ბელგრადში მას შემდეგ, რაც 5 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩილმა გაიმარჯვა

სომალის ერთ-ერთი რაიონის მცხოვრები, რომელიც გვალვისგან დაზარალდა, ეძებს ახალ თავშესაფარს. ფოტოზე: ადამიანი გვალვის შედეგად მკვდარი სახედრის მახლობლად მიაგორებს დატვირთულ ლაფეტს, დოლოუს დროებით დასახლებასთან ახლოს, სომალი

აალებული გასაბერი ნავი იწვის ხლემთაშუა ზღვაში მას შემდეგ, რაც მასზე მყოფი ლიბიელი მიგრანტები მალტის სანაპიროებთან ადგილობრივმა სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა

17/17
© AFP 2024 / Bay ISMOYO
ჯაკარტაში (ინდონეზია) ჩატარდა ავტოშოუ, სადაც წარმოდგენილი იყო პოპულარული ავტომობილის Mini Cooper S Countryman 2017 წლის მოდელი