გია ხუხაშვილი: ადგილობრივ არჩევნებზე სიურპრიზებს არ ველოდები

© Facebook / Gia Khukhashviliგია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგის აზრით IRI-ს კვლევები ქვეყანაში არსებულ ვითარებას ასახავს.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ქვეყანაში მთელი პოლიტიკური ელიტა ფაქტობრივად დანგრეულია, განუცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "Sputnik–საქართველოს" IRI-ს კვლევების შედეგების კომენტირებისას.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგი წარმოადგინა, რომელთა შორის მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" ლიდერობს. უახლოეს მომავალში რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს, ამ პარტიას ხმას რესპონდენტთა 26% მისცემდა.

მეორე ადგილზეა ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (ენმ) – 15%. შემდეგ მოდის ენმ-ის ყოფილი თანამებრძოლების პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო" – 7%.

„დღეს რაიმეს პროგნოზირება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს და ფაქტიურად მთელი პოლიტიკური ელიტა არის დანგრეული", – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

რიყის პარკი თბილისში - Sputnik საქართველო
IRI-ს გამოკითხვა: საქართველოს მოსახლეობის ძირითადი პრობლემები

IRI-ს გამოკითხვის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში 4%-იან ბარიერს გადალახავდნენ ასევე "ლეიბორისტული პარტია" და "პატრიოტთა ალიანსი".

პოლიტოლოგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდება, ადმინისტრაციული რესურსით მიღწეულ უპირატესობას არ გამორიცხავს.

"მე განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველოდები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკური ელიტა არის ძალიან დასუსტებული და ამიტომ გადამწყვეტი იქნება ადმინისტრაციული რესურსი", — აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება IRI-ს კვლევებს, პოლიტოლოგის აზრით, მისი შედეგები კანონზომიერია და იმ ვითარებას ასახავს, რაც ქვეყანაში გვაქვს.

კანონზომიერია ის შედეგები, რომლებსაც ეს კვლევა აჩვენებს და ასახავს იმ რეალურ ვითარებას, რაც ქვეყანაში გვაქვს, დასძინა პოლიტოლოგმა.

 

ცირა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0