თბილისის ცენტრში საეჭვო ჩანთაში ქალის ტანსაცმელი აღმოჩნდა

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ დატოვა თბილისის ტურისტულ ცენტრში სპორტული ჩანთა, რომელშიც გამნაღმველებმა ქალის ნივთები იპოვეს, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში, მეტეხის ხიდზე ნაპოვნ მიტოვებულ ჩანთაში გამნაღმველებმა  ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა უარყვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.  

მიტოვებულ, სპორტულ ჩანთაში, რომელიც გამვლელებმა მეტეხის ხიდზე აღმოაჩინეს, ქალის ნივთები აღმოჩნდა.

როგორც კი საეჭვო ჩანთის შესახებ შეტყობინება მიიღეს, გამნაღმველებმა  და შსს-ს სხვა წარმომადგენლები ადგილზე მაშინვე გამოცხადდნენ, მაგრამ ჩანთაში არაფერი საეჭვო არ აღმოჩნდა.

მიმდებარე ტერიტორია ისევ გადაკეტილია, ტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს დროს აღდგება.

ვინ დატოვა ჩანთა მეტეხის ხიდზე, ჯერჯერობით, უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0