ელენე ერქომაიშვილი: კანისთვის შესანიშნავი მატონიზირებელი საშუალებაა ალოეს წვენი
„ცხიმიან კანს სხვა საპონი უხდება, გამომშრალ კანს სხვა. გამომშრალი კანისთვის კარგია თხის რძეზე დამზადებული საპონი“, — ამბობს ერქომაიშვილი.
ელენე ერქომაიშვილი ამზადებს ყვავილის და ხილის სურნელის მქონე საპნებს, ტონიკებს, სახის გამწმენდ საშუალებებს, შამპუნებს და სხვა. მისი თქმით სამკურნალო კოსმეტიკის დამზადება მისთვის ხელოვნებაა. ფერთა საოცარი გამა, საუცხოო, მიმზიდველი სურნელი, სასარგებლო თვისებები-ეს მის მიერ შექმნილი პროდუქციის დამახასიათებელი თვისებებია.