სანკტ-პეტერბურგის მეტროს ორ სადგურზე — "Сенная площадь" და "Технологический Институт", ორშაბათს აფეთქებები მოხდა. იხილეთ კადრები ტრაგედიის ადგილიდან.
დაიღუპა ცხრა და ათობით ადამიანმა მიიღო ზიანი აფეთქებების შედეგად.
ექსპერტების ნაწილმა მომხდარს "კარგად დაგეგმილი ტერაქტი" უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს და მომხდარს დაწვრილებით შეისწავლის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურ "Сенная площадь"-ზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანი

საგანგებო სამსახურების მანქანები, პოლიცია და მაშველები მეტროს სადგურთან "Сенная площадь", სადაც აფეთქება მოხდა

3/15
© AFP 2024 / Stringer
აფეთქების შედეგად დაზიანებული ვაგონი სადგურზე "Технологический Институт"

მედიკოსებს მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მიჰყავთ

5/15
© AFP 2024 / Ruslan SHAMUKOV
პოლიციის თანამშრომლები იცავენ მეტროს სადგურის "Технологический Институт" შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიას

სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების შემდეგ, მოსკოვის მეტროში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

7/15
© AP Photo / Interpress / Alexander Tarasenkov
მაშველებს და მედიკოსებს დაზარალებული მიჰყავთ სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურზე "Технологический Институт" მომხდარი აფეთქების ადგილიდან

8/15
© AFP 2024 / INTERPRESS/ Alexander TARASENKOV
დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა

9/15
© AFP 2024 / Alexander BULEKOV
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პიტინმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება

10/15
© AFP 2024 / Alexander TARASENKOV / INTERPRESS
მამაკაცებს საკაცით მიჰყავთ დაშავებული

საგანგებო სამსახურების თანამშრომლები და ჟურნალისტები მეტროს სადგურთან "Сенная площадь" მომხდარი აფეთქების შემდეგ

დაზარალებულების დახმარება და ხალხის ევაკუაცია მეტროს სადგურიდან "Технологический институт", სადაც აფეტქება მოხდა

სამაშველო სამსახურები აფეთქების შედეგად დაშავებულს ეხმარებიან

14/15
© AP Photo / Interpress / Alexander Tarasenkov
ორი აფეთქების შემდეგ, პეტერბურგის ერთ-ერთ მეტრო-სადგურზე "Площадь восстания" აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა

პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანებისათვის პატივის მისაგებად ხალხი მეტროს სადგურთან "Спасская" სანთლებს ანთებენ და ყვავილები მიაქვთ