საქართველოში პირველად ფემინისტური ფესტივალი გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliფემინისტების აქცია "დაამსხვრიე შუშის ჭერი"
ფემინისტების აქცია დაამსხვრიე შუშის ჭერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფემინისტების ფესტივალი გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ გამოსვლის 100 წლისთავს ეძღვნება.

თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. პირველად საქართველოში 5–7 აპრილს ქუთაისში ფემინისტების ფესტივალი გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიება ეძღვნება გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ გამოსვლის 100 წლისთავს. გაზეთი 1917–1918 წლებში ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, კატო მიქელაძის ხელმძღვანელობით გამოდიოდა.

„ჩვენთვის ფესტივალი საშუალებაა ხაზი გავუსვათ თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბძროლის იმ მნიშვნელოვან ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც საქართველოში ფემინიზმს გააჩნია. გვინდა, კიდევ ერთხელ, წინ წამოვწიოთ თემები, რაც ქალებისთვის ერთი საუკუნის წინაც და ახლაც აქტუალურია — იქნება ეს პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, განათლება, ოჯახი და ქორწინება, გენდერული ჩაგვრა და უსამართლობა“, – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფემინისტები მთავრობის სახლის წინ მინებს GEO VERSION - Sputnik საქართველო
ქალები შუშის მიღმა: ფემინისტების აქცია თბილისში

ფესტივალის ფარგლებში მონაწილეები წაიკითხავენ საქართველოში მცხოვრები ქალების, მათი გენდერული თანასწორობის ბრძოლისადმი მიძღვნილ მოხსენებებს, ასევე გაიმართება სალომე კერესელიძის ფილმის „გოგონათა მხატვრული სახეები“ ჩვენება, გამოფენა–პერფორმანსი „ქალთა ბედნიერება“.

ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება საერთაშორისო დოკუმენტური სპექტაკლის „შვიდი“ ჩვენება. ფილმი თბილისელმა მაყურებელმა 25 ნოემბერს იხილა. მაშინ ამ პროექტში საქართველოს პირველი ლედი ქვეყანაში ცნობილ ექვს ქალთან ერთად მონაწილეობდა. 

ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ფონდი საქართველოში“, რომელიც 2005 წელს შეიქმნა.


ყველა ახალი ამბავი
0