საჭიროა თუ არა შრომის ინსპექცია

© Photo: courtesy of Paata Bairakhtariპაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შრომის ინსპექციის შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს შედეგს, თუ ეს სამსახური იქნება ქმედითი, მიაჩნია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარს.
საჭიროა თუ არა შრომის ინსპექცია

„რადგან ქვეყანაში, ზოგადად, სამუშაო ადგილები ჭირს, დამსაქმებლებს  აქვთ შემდეგი დამოკიდებულება: „თუ არ მოგწონს, შეგიძლია წახვიდე“. აქედან გამომდინარე, ნამდვილად აუცილებლი იქნება ამ სამსახურის შექმნა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რამდენად  ეფექტურად იმუშავებს  ის,“ — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა „ Sputnik საქართველოსთან “ საუბრისას. 

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ბოლო ანგარიშის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. აქედან გამომდინარე,  საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, უმნიშვნელოვანესია დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმი – შრომის ინსპექცია. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0