პრესკონფერენცია: „ტოტალური კარნახი – 2017“ თბილისში

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიკარნახის წერისას
კარნახის წერისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესკონფერენცია თემაზე „ტოტალური კარნახი – 2017 თბილისში“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში ოთხშაბათს, 5 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება.

მსოფლიო საგანმანათლებლო აქცია „ტოტალური კარნახი“ 8 აპრილს გაიმართება. „ტოტალური კარნახის“ ორგანიზატორი თბილისში 2017 წელს საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი“ გახდა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველო“ ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია.

ტექსტის ავტორი წელს ლეონიდ იუზეფოვიჩია. ტექსტის, ესეს თითოეული ნაწილი ავტორის ერთ–ერთი მშობლიური ქალაქის შესახებ არის – პერმის, ულან–უდესა და სანქტ–პეტერბურგის.

„ტოტალური კარნახის“ მიზანია, თითოეულ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს რუსული ენის ცოდნა და ცოდნის უნარის ამაღლებისადმი ინტერესის გაღვიძება. ნებაყოფლობითი კარნახის იდეა ყველა მსურველისთვის 2000-იანი წლების დასაწყისში ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაჩნდა. თბილისში 2016 წელს აქციაში „ტოტალური კარნახი“ დაახლოებით 90–მა ადამიანმა მიიღო.

პრესკონფერენციის მონაწილეები ჟურნალისტებთან ისაუბრებენ დაგეგმილ ღონისძიებაზე, საქართველოში „ტოტალური კარნახის“ ორგანიზებასა და ამ პროექტის პერსპექტივებზე.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

„ტოტალური კარნახი – 2017“–ის კოორდინატორი თბილისში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფილოლოგ–ექსპერტთა ჯგუფის თანათავმჯდომარე ტატიანა მეგრელიშვილი;

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, „ტოტალური კარნახი – 2017“–ის  ფილოლოგ–ექსპერტთა ჯგუფის თანათავმჯდომარე ჟანეტა ვარძელაშვილი;

„ტოტალური კარნახი – 2017“–ის საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინატორი ელენა გალაშევსკაია;

თბილისში ფილოლოგ–ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ფილოლოგიის მაგისტრი ნინო შადური.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მიიღოთ მონაწილება პრესკონფერენციაში, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0