თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. უიშვიათესი ვარდისფერი ბრილიანტი Pink Star ჰონკონგში „სოთბისის“ აუქციონზე 71,2 მლნ დოლარად გაიყიდა, რითაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ძვირფას ქვად იქცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Telegraph-ზე დაყრდნობით.
„ვარდისფერი ვარსკვლავის“ წონა 59,6 კარატია. ის კორპორაცია De Beers-მა გამოკვეთა აფრიკაში 1999 წელს 132,5 კარატიანი ალმასიდან.
Pink Star-მა ფასით მოხსნა ოპენჰეიმერის 14,62 კარატიანი ცისფერი ბრილიანტის Oppenheimer Blue-სრეკორდი, რომელიც გასული წლის მაისში ჟენევაში „კრისტის“ აუქციონზე დაახლოებით 57 მლნ დოლარად გაიყიდა.