„კინო სკოლაში“: საქართველოში პროექტის ახალი სეზონი იწყება

© Flickr/ Lucélia Ribeiroმოსწავლეები
მოსწავლეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი „კინო სკოლაში“ კინოჩვენებებისა და დისკუსიების სპეციალისტებთან ერთად ჩატარებას ითვალისწინებს.

თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი იწყებს პროექტის „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს, რომელიც მოზარდებს შორის კინოგანათლების პოპულარიზებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა მიმართული.

მოსწავლეები - Sputnik საქართველო
საქართველოს სკოლებში გაკვეთილების რაოდენობა შემცირდება

პროექტი მეოთხე წელია ხორციელდება და ყოველ სეზონზე კინოცენტრი პროექტის მონაწილეებს სიახლეებს სთავაზობს. წელს „კინო სკოლაში“ აქტიურად ითანამშრომლებს განათლების სამინისტროსთან, რათა პედაგოგებმა „თავისუფალი გაკვეთილის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს სკოლებში განათლების უწყების მიერ ინერგება, შეძლონ მოსწავლეებისთვის კინოჩვენებებისა და დისკუსიების მოწყობა ამ სფეროს სპეციალისტებთან ერთად.

სპეციალისტები დაეხმარებიან პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა პროექტის დასრულების შემდეგ სკოლებში კომპეტენტური კადრები დარჩნენ, რომლებიც ამ მიმართულებით თავისი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ. კერძოდ, დააარსებენ კინო–კლუბებს და იზრუნებენ მოზარდების კულტურულ განვითარებაზე.

ამჟამად პროექტში „კინო სკოლაში“ საქართველოს 217 სკოლაა ჩართული.


ყველა ახალი ამბავი
0