ვახტანგ ჭარაია: 2017 წელი წინა წლებთან შედარებით საკმაოდ წარმატებული იქნება

© FB/ Vakhtang Charaiaვახტანგ ჭარაია
ვახტანგ ჭარაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, 2017 წელი წინა წლებთან შედარებით საკმაოდ წარმატებული იქნება, მიაჩნია თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს, ვახტანგ ჭარაიას.
ვახტანგ ჭარაია:„2017 წელი წინა წლებთან შედარებით საკმაოდ წარმატებული იქნება“

„იანვარ-თებერვალი ახალი წლის მომდევნო პერიოდია და ეკონომიკას ამიტომ ერთგვარი შენელება ახასიათებს. როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პერიოდში კარგი სტარტი ავიღეთ, მთელი წლის განმავლობაში კარგ გაგრძელებას უნდა ველოდოთ“, — აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ „Sputnik- საქართველოსთან“ საუბრისას. 

„საქსტატის“ ცნობით, მიდინარე წლის იანვარ —თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4.8 % შეადგინა. ექსპერტის თქმით, წინა წლებში ეკონომიკური ზრდა 3 % —ის ფარგლებში იყო.


ყველა ახალი ამბავი
0